გიორგი ჯანელიძე ისრაელში გიორგი დარასელიამ მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე ისრაელშია და "ლიგატ ჰა ალის" (უმაღლესი ლიგის) ბეერ შევას "ჰაპოელში" ვარჯიშობს.

ამ გუნდს ელიშა ლევი წვრთნის, რომლის ასისტენტიც, ისევე, როგორც ჰაიფას "მაკაბიში", გიორგი დარასელია არის. სწორედ დარასელია გახდა "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნის, გიორგი ჯანელიძის მიწვევის ინიციატორი.

არადა, მცირე ხნის წინ "ლელო" წერდა, რომ ჯანელიძე უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინში" მიწვევას უშედეგოდ ელოდა. როგორც გვითხრა: არავინ დამკავშირებია, "ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება და ალბათ, ახალ სეზონს ისევ ამ გუნდში ვითამაშებო.

ვითარება ბოლო მომენტში შეიცვალა,
ისრაელში მიიწვიეს და ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს: შაბათს ბეერ შევას "ჰაპოელი" საკონტროლო მატჩს ჩაატარებს და ჯანელიძის საკითხიც მაშინ გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჯანელიძე: ალბათ, ისევ "ვიტ ჯორჯიაში" დავრჩები
გიორგი ჯანელიძე: იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია" ჩემში მილიონებს არ მოითხოვს
გიორგი ჯანელიძე: არ მეგონა თემურ ქეცბაია ყურადღებას ასე მალე თუ მომაქცევდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული