სანდრო გურული გორის "დილაში" კიდევ ნახევარ წელს ითამაშებს

AutoSharing Option
გორის "დილას" თავდამსხმელი სანდრო გურული, რომლის სატრანსფერო უფლებები ლვოვის "კარპატის" ეკუთვნის, ქართულ კლუბში კიდევ ნახევარ წელს დაჰყოფს.

შეგახსენებთ, რომ გურული "დილაში" იჯარის წესით იყო და როგორც უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ქართველი ფორვარდი "დილაში" კიდევ ნახევარ წელს ითამაშებს.

გასულ სეზონში გურულმა გორის "დილას" მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ქართველი ფორვარდი "დილას" შემადგენლობაში საქართველოს თასის მფლობელი გახდა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა, სადაც "დილა" დანიურ "ორჰუსს" დაუპირისპირდება.

გორელთა გუნდი პირველ მატჩს სტუმრად 19 ივლისს
გამართავს, დანიურ გუნდს კი შინ 26-ში მიიღებს.

"ორჰუსმა" შიდა ჩემპიონატში გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული