1:1 შემდეგ ეტაპზე გასვლის უფრო მეტ შანსს მეტოქეს უტოვებს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მოხდა ის, რაც ყველაზე დასანანია - მეტოქეს ისტორიის დაწერაში ვეხმარებით.
"ფრე, რომელიც გვაწყობდა", - ასეთი სათაურით დაიბეჭდა წერილი ყაზახურ ინტერნეტგვერდ "სპორტს"-ზე, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ ყაზახები ჩვენთან გადიდგულდნენ.
"ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები და სპეციალისტები "აქტობესგან" ქუთაისში, მინიმუმ, ფრეს მაინც ველოდით. ამ მინიმუმს აქტობელებმა საქართველოში მიაღწიეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაშავდა თავდამსხმელი
1:1 გასვლაზე ყაზახური კლუბისთვის სავსებით კომფორტული ანგარიშია. ვერაფრით გავუგებ აქტიუბინსკელებს, ისევე, როგორც ერთი წლის წინ, მეტოქეს ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე თუ გაუშვებენ", - წერს ყაზახი ჟურნალისტი.
ვახ, მართლაც, დრონი, დრონი... სამწუხაროდ, ყაზახებს უკვე ქართველებთან დამარცხება ეთაკილებათ. აღარ ღირს ახლა იმის შეხსენება, იყო დრო, ჩვენთან მინიმალური ანგარიშით წაგებაც ახარებდათ.
მაგრამ ჩვენივე ბრალიც არის და აზიელების გამდიდრების შედეგიც: ამ არასაფეხბურთო ქვეყნის ფეხბურთში იმხელა ფული დააბანდეს, ნელ-ნელა მადაზე მოვიდნენ და რამაზ შენგელიას, თენგიზ სულაქველიძის, თამაზ კოსტავას, რევაზ ძოძუაშვილის, ძმები ნოდიების, მალხაზ ასათიანისა და მიხეილ აშვეთიას გამზრდელ კლუბთან გასვლაზე ფრე ლოგიკური ჰგონიათ.
მაგრამ მაინც, ჩვენი მწირი ფინანსებითაც შესაძლებელია მათი ძლევა. შარშან რუსთავის "მეტალურგმა" პავლოდარის "ირტიშთან" ეს შეძლო. ქუთაისელებსაც არ აქვთ იმედი გადაწურული - "აქტობე" გრანდი არ არის და ქუთაისშიც გამოჩნდა, რომ მეტი სითამამით მათი დამარცხება შეუძლებელი არ იყო.
ახლა ყაზახები "აქტობესგან" მოგებას ელიან და კარგი იქნება, იმედს თუ გავუცრუებთ - ეს ჩვენი ღირსების საქმეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება
ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო