გორის "დილამ" საკონტროლო მატჩში "ვიტ ჯორჯია" დაარბია

AutoSharing Option
8 ივლისს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაში" გორის "დილამ" საკონტროლო შეხვედრა უმაღლესლიგელ "ვიტ ჯორჯიასთან" ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 6:3 დაამარცხა.

გორელები ევროლიგაზე "ორჰუსს" 19 ივლისს შეხვდებიან და მეტოქეზე უკეთ მომზადებულები არიან, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ "სპარტაკთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ეს შეხვედრა აქტიურად და იღბლიანად დაიწყეს და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თემურ შალამბერიძისა და გია ცეცაძის გაწვრთნილები ოპტიმალურ ფორმაში შედიან.

ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა: გოგიტა გოგუას გადაცემა გიგა ბეჭვაიამ გამოიყენა - 1:0.

მალე დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ. ტაიმის მიწურულს კი მეტოქის
კარი გოგიტა გოგუამ აიღო - 4:0.

ვეტერინარებიდან თავი ბესიკ ჩიმაკაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჩინებულად შეასრულა საჯარიმო - 4:1.

მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯია" გამოცოცხლდა. მართალია, პირველი გოლი შეცვლაზე შესულმა გორელთა თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ გაიტანა (5:1), მაგრამ შემდეგ "დილას" კარში ორჯერ დაინიშნა პენალტი: პირველი ისევ ჩიმაკაძემ გამოიყენა, მეორე კი გიორგი ვასაძემ - 5:3.

მატჩის მიწურულს მესამე თერთმეტმეტრიანი "ვიტ ჯორჯიას" კარში დაინიშნა, რომელიც სანდრო გურულმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:3.

კვლავ ვერ ითამაშა ტრავმირებულმა რევაზ ბარაბაძემ. გიორგი ილურიძე მკურნალობას ასრულებს, მაგრამ ჯერ ჭირს იმის თქმა, შეძლებს თუ არა ევროლიგაზე თამაშს.

საბედნიეროდ, მძიმე არ აღმოჩნდა გორელთა თავდამსხმელის, გიორგი კახელიშვილის ტრავმა, რომელიც "სპარტაკთან" დაშავდა და მოედნიდან გასაყვანი გახდა - გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება.

დილა - ვიტ ჯორჯია 6:3 (4:1)
1:0 ბეჭვაია (1), 2:0 ვაწაძე (9), 3:0 ვაწაძე (29), 4:0 გოგუა (41), 4:1 ჩიმაკაძე (44), 5:1 მოდებაძე (51), 5:2 ჩიმაკაძე (69), 5:3 ვასაძე (78), 6:3 გურული (82).

"დილა": სკენდერი - შაშიაშვილი, სალუქვაძე, თომაშვილი, კვირკველია - ბეჭვაია, არზიანი - ალადაშვილი, გრიგალაშვილი, გოგუა - ვაწაძე
შეცვლაზე: ნ. ჯიშკარიანი, ინწკირველი, ონიანი, კაშია, გვალია, კაციტაძე, ახალკაცი, გურული, გორელიშვილი, მოდებაძე.

"ვიტ ჯორჯია": რეჭია (46. დაუშვილი) - ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი (46. ტეტუნაშვილი), ღანიაშვილი (46. ჯავაშვილი) - კასრაძე (61. დავლაშელიძე), გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე (71. ჯუღელი), ჩიმაკაძე (86. ჯაყელი), ზაქრაძე (61. კუხალეიშვილი).

გოლების წვიმა ბასაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სანდრო გურული გორის "დილაში" კიდევ ნახევარ წელს ითამაშებს
გორის "დილამ" ცხინვალის "სპარტაკს" ვერ მოუგო
შოთა გრიგალაშვილი და გოგიტა გოგუა გორის "დილაში" ითამაშებენ
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე
გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული