ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" გასვლაზე ნაჩვენები 1:1-ის შემდეგ ყაზახური "აქტობეს" ფეხბურთელები მშვენიერ ხასიათზე იყვნენ.

ვლადიმერ მუხანოვის შეგირდებმა გუნება-განწყობა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში კიდევ უფრო გაიუმჯობესეს და კონკურენტ "ტარაზს" 4:1 მოუგეს.

პირველი ბურთი მე-8 წუთზე აქტიუბინსკელთა კარში გავიდა. თუმცა მე-20 წუთზე თემურ კაპაძემ ანგარიში მალე გაქვითა, მარატ ხაირულინმა (პენალტით, 36), სერგეი კოვალჩუკმა (42) და პიოტრ ბადლომ (50) კიდევ სამი გაიტანეს და "აქტობემ" 4:1 გაიმარჯვა.

აქტობელები 27 ქულით მე-6 ადგილიდან მე-5-ეზე დაწინაურდნენ და ევროსაგზურის ზონას მიუახლოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის
ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში დაძაბული მდგომარეობაა და "აქტობეს" ჩემპიონობის იმედი გადაწურული სულაც არ აქვს - მუხანოვის გაწვრთნილები ლიდერ "ტობოლს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან, ტურნირის დასრულებამდე კი 14 ტურია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში "აქტობესა" და "ტორპედოს" შორის განმეორებითი შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება.

აქტობემ მეტოქეს გადაუფრინა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
გია გეგუჩაძე: გპირდებით, "ტორპედო" საკმაოდ კარგი, სიმპათიური გუნდი იქნება
ვლადიმირ მუხანოვი: ქუთაისის "ტორპედოს" გატანილი გოლი არცთუ ისე ლოგიკური იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული