აქტობე VS ტორპედო (პირველი მატჩი 1:1) - ყაზახების იმედი და ისტორია

AutoSharing Option
ევროპალიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი.
12.07. ყაზახეთი. აქტობე. 19:00 (თბილისის დროით)
აქტობე-ტორპედო
(პირველი მატჩი 1:1)

12 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთში ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "აქტობეს" შეხვდება.

მატჩის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი 19:00 სთ-ზე წარმოადგენს.

"აქტობეს" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ მუხანოვი ნერვიულობს, რადგან, სავარაუდოდ, ქუთაისში დაშავებული თავდამსხმელი ალექსანდრ გეინრიხი ვერც ითამაშებს - მას ფეხი სტკივა და გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა. სამაგიეროდ, მუხანოვი მცველის, ემილ კენჟისარიევის დაბრუნებამ გაახარა, რომელსაც შეტევებში ჩართვა კარგად ეხერხება.

"აქტობეს" ცენტრალური ნახევარმცველი მარატ ხაირულინი
კი თანაგუნდელებს "ტორპედოსთან" სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

"მეტოქეს სწრაფი და ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს
. საერთოდ, ქართველები ტექნიკით გამოირჩევიან. მომეწონა მათი ფლანგის მოთამაშეები; სახიფათოები არიან თავდამსხმელები.

მთლიანობაში, ურიგო გუნდი არ არის, მაგრამ პირველ მატჩამდე მათზე წარმოდგენა არ გვქონდა. ახლა კი ვიცით, რას წარმოადგენენ.

"აქტობეს" ყაზახეთში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, ძლიერი ლეგიონერები და ფლანგი
ს მოთამაშეები დავიმატეთ, მაგრამ პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცადოთ".

ცხადია, საშინაო 1:1-ის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუმცირდა, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ ქუთაისელები რუსთავის "მეტალურგის" შარშანდელ შედეგს გაიმეორებენ: ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მეტალურგმა" პავლოდარის "ირტიშთან" რუსთავის "ფოლადზე" 1:1 ითამაშა, ყაზახეთში კი 2:0 გაიმარჯვა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

შარშანდელის მსგავსად, ყაზახები ახლაც წინასწარ ზეიმისთვის ემზადებიან და ეს საჩვენო მოდუნებას ჰგავს. შარშანაც იგივეს ამტკიცებდნენ, აბა, ახლა, ქართველებს თუ ვერ მოვუგეთ, დაქცეულა ქვეყანა და ეგ არისო. თუმცა "დაიქცა" და ვნახოთ, 12 ივლისს, საღამოს, "ტორპედო" რას იზამს.

11 ივლისს 2-საათიანი ფრენის შემდეგ გუნდის 50-კაციანი დელეგაცია აქტობეში ჩაფრინდა და სასტუმროებში დაბინავდა. საღამოს კი გუნდმა ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშა, გია გეგუჩაძემ კი პრესკონფერენცია გამართა.

"ტორპედო" ყაზახეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება: მიგინეიშვილი, ქვილითაია, რიგვავა, გამეზარდაშვილი, კვახაძე, გურული, ჭელიძე, გიგაური, ფარულავა, დიღმელაშვილი, დათუნაიშვილი, დოლიძე, იოსელიანი, ბოლქვაძე, ფირცხალავა, საბანაძე, ფანცულაია, გოცირიძე, ტუღუში.

აქვე გეტყვით, რომ მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი არბიტრი ადამ ლიშმანსკი იქნება, ლაინსმენები - კრჟისტოფ მირმუსი და მაშიე დასკიევიჩი, მეოთხე - რობერტ მალეკი.

ადამ ლიშმანსკიმ 30 მაისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ავსტრიასთან უმსაჯა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: "აქტობეს" საკუთარ კედლებში თამაშის შეგრძნება უნდა მოვუსპოთ
ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" საპასუხო მატჩისთვის მონდომებით ემზადება
ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა
ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ბიჭებო! თუ რუსთაველთ შედეგს ვერა, ახალგაზრდულის 2:1 მაინც გაიმეორეთ... წარმატებები!
დევიდ აირონს
15:39 12-07-2012
0

სიახლეები პოპულარული