ბაჩი ბოლქვაძე: შანსები 50/50-ზეა, მაგრამ მჯერა, გატანა და მოგება შეგვიძლია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობესთან" პირველ შეხვედრაში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. მოთამაშეთა უმრავლესობა საკუთარ თავს არ ჰგავდა. მხოლოდ ორიოდე მათგანმა მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

გამოუცდელი ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე ისე აზრიანად და თამამად თამაშობდა, ბევრ გამოცდილ ფეხბურთელს შეშურდებოდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გიორგი აქტობეში ვერ ითამაშებს.

ქუთაისელთა შეტევებში შემოქმედებითი თამაშის იმედი ბაჩი ბოლქვაძეს უკავშირდება, რომელიც "აქტობესთან", კუხიანიძესთან ერთად, საუკეთესო იყო.

ყაზახეთში გამგზავრებამდე "ტორპედოს" პლეიმეიკერს ინტერვიუ ჩამოვართვით:

- "აქტობესთან" პირველი მატჩის შედეგმა არ მოგატყუოთ.
დარწმუნებული ვარ, "ტორპედოს" გაცილებით მეტი შეუძლია.

- თუმცა გულშემატკივარი შედეგმა და თამაშის ხარისხმა არ დააკმაყოფილა...
- შედეგმა, უპირველესად, ჩვენ არ დაგვაკმაყოფილა. "აქტობე" საკმაოდ კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და ეს მთელ რიგ ეპიზოდებშიც გამოჩნდა, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდიც არ არის.

- დამაინც, ქუთაისში "ტორპედო" არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და იმედს რა გაძლევს?
- გუნდმა შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინა. თანაც, "აქტობესთან" მხოლოდ სეზონის პირველი მატჩი ჩავატარეთ და აქედან დასკვნების გაკეთება არასერიოზული იქნებოდა და არასწორიც.

ჩვენ საკმაოდ კარგი შეკრება გავიარეთ, სადაც მაღალი დონის გუნდებს ვეთამაშეთ და მათთან თავი არ შეგვირცხვენია. გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, კარგი ახალწვეულები გვყავს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ "ტორპედოს" ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე გულშემატკივარს დარჩა შთაბეჭდილება. სწორედ ეს მაიმედებს.

- შანსებზე რას ფიქრობ?
- ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. ქუთაისში დასრულებული შეხვედრის შედეგი სამწუხაროა, მაგრამ მთავარი მატჩი წინ არის - ყველაფერი ყაზახეთში გადაწყდება. აქტობეში აუცილებლად უნდა გავიტანოთ და მოვიგოთ. მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

დასაკარგი არაფერი გვაქვს, მეტოქეც კარგად გავიცანით და ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ. მჯერა, რომ შეგვწევს ძალა, ვითამაშოთ მაღალი დონის ფეხბურთი, შედეგიანიც და მაყურებლის სანახაობაც ვაჩვენოთ. ჩვენგან მწვრთნელი სწორედ ამას ითხოვს.

– მწვრთნელებთან სულ პრობლემები გქონდა, ვერ გიგებდნენ, არ გენდობოდნენ. გეგუჩაძე კი შენს მიმართ აშკარად კეთილგანწყობილია...
- როდესაც "ტორპედოში" მიმიწვიეს, მაშინვე ვთქვი, რომ გეგუჩაძესთან მუშაობის პერსპექტივამ გამახარა. ახლა ეს აზრი კიდევ უფრო განმიმტკიცდა. არა მარტო მე, არამედ ყველა ფეხბურთელი გახარებულია, ასეთი დონის სპეციალისტთან მუშაობის საშუალება რომ გვაქვს.

რაც შეეხება ჩემს ამბავს, მიმაჩნია, რომ უფრო არასაფეხბურთო და მოგონილი პრობლემები მექმნებოდა, რაც ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლის შემდეგ წარსულს ჩაბარდა.

დიდი ხანიც არ არის გასული, რაც "ტორპედოში" ჩავირიცხე. თუმცა გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე. ასეა ყველა ჩვენი ახალწვეული. როდესაც გუნდში მოდის, ყველა კარგად ხვდება და მაქსიმალურად ცდილობს, ადაპტაციის პერიოდი გაუიოლოს.

ბაჩი ბოლქვაძე: შანსები 50/50-ზეა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აქტობე VS ტორპედო (პირველი მატჩი 1:1) - ყაზახების იმედი და ისტორია
გია გეგუჩაძე: "აქტობეს" საკუთარ კედლებში თამაშის შეგრძნება უნდა მოვუსპოთ
ქუთაისის "ტორპედო" "აქტობესთან" საპასუხო მატჩისთვის მონდომებით ემზადება
ქუთაისის "ტორპედოსთან" ფრემ "აქტობე" ხასიათზე მოიყვანა
ყაზახები გადიდგულდნენ - ქუთაისში ფრეს არ ველოდითო
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამუსი საერთოდ აღარ გაქვთ? რას გავდა ეს თამაში ბიჯო. ფული კი უნდა თქვენს უფროსობას, სამი წლის ბავშვებს 5 ლარს ახდევინებენ თქვენ ყურებაში. არ მოიგებთ და მასე დარჩებით ფარჩაკები.
mamba
15:17 12-07-2012
0
ნუ ბლატაობთ.
აქ რა ქენით რო იქ გაქვთ მოგების პრეტენზია. ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე.
ramo
13:34 12-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული