რუსთავის "მეტალურგმა" ალბანური "ტეუტა" გაანადგურა

AutoSharing Option
12 ივლისს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, რუსთავის "მეტალურგმა" ალბანეთის "ტეუტას" უმასპინძლა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა სტუმრად კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა ანგარიშით 3:0 იმარჯვეს და, პრაქტიკულად, გაინაღდეს შემდეგ ეტაპზე თამაში.

საპასუხო მატჩში ანგარიში რუსთაველებმა მალევე გახსნეს. თექთურმანიძემ მეტოქეთა კარი უკვე მე-14 წუთზე აიღო, ხოლო 5 წუთის შემდეგ მანვე დუბლი შეასრულა. უპირატესობა სამ ბურთამდე ტატანაშვილმა 37-ე წუთზე გაზარდა. 

შეხვედრის მეორე ნახევარში კი თავი ისევ რუსთაველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. ამჯერად გოლი 59-ე წუთზე გეწაძემ გაიტანა.

"ტეუტამ" პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ 65-ე წუთზე შეძლო.
გატანილი გოლის ავტორი დელიალისი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, "მეტალურგი" გაჩერებას არც ამის შემდეგ აპირებდა - 69-ე წუთისთვის დუბლი ტატანაშვილმაც გაიფორმა. საბოლოო წერტილი შეხვედრას მიქაბერიძემ დაუსვა, რომელმაც "ტეუტას" კარის ბადეში მე-6 ბურთი გაახვია. 

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში რუსთაველებმა მეტოქე ანგარიშით 9:1 დაამარცხეს. "ტეუტას" ბარიერის ძლევის შემდეგ "მეტალურგი" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხურ "პლზენს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგას დაემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ რუსთაველებს მაგრამ პლზენთან შანსი არ გვექნება
dato-dato
21:19 12-07-2012
0

სიახლეები პოპულარული