შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქუთაისში ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ყაზახეთში გია გეგუჩაძის შეგირდები ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
ყაზახეთში განცდილი მარცხის შემდეგ გეგუჩაზემ მატჩისშემდეგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებ უპასუხა, სადაც თქვა: "მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მეტოქეს მეთორმეტე მოთამაშე ჰყავდა, გულშემატკივრების სახით, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვინახავს".
სპეციალისტის ამ განცხადების შემდეგ ინტერნეტ სივრეში ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგთა კლუბის
ს.კ. "ტორპედო ქუთაისის'' ქომაგთა კლუბ " ტორნადოს'' განცხადება !!!
(გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ)
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ამ განცხადებამ, გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია ქომაგებში, ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელიც სამაგალითოა საქართველოში, როგორც თავისი გუნდის სიყვარულითა და თავდადებული მხარდაჭერით!
მსგავსი განცახდება, მითუმეტეს როდესაც ეს გაკეთდა უცხო ქვეყანაში საჯაროდ ტელევიზიებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ჩვენთვის შეურაწმყოფელია,ეტყობა ბატონ გიას დაავიწყდა ქუთათური გულშემატკივრების გვერდით დგომა, როგორც საშინაო ასევე ყველა გასვლით თამაშზე, ქარში, სიცივეში, წვიმასა თუ თოვლში, ეტყობა დაავიწყდა მისი მწვრთნელობის პერიოდში რამდენი ქულა მოიპოვა ტორპდომ ქომაგების მხარდაჭერის ხარჯზე, ეტყობა დაავიწყდა ის დღე როდესაც უამრავი გულშემატკივარი საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე სტადიონის საფარს თოვლისგან წმენდდა იმის გამო რომ მწვრთნელს იმ დღეს თამაში სურდა, ხოლო ამ ყველაფრს ფონზე მწვრთნელისგან ასეთი დაუფასებლობა ძალიან გულსატკენია, ცუდია ის რომ საკუთარ შეცდომებს ( სატრანსფეროს თუ ტაქტიკურს) და უსუსურ თამაშს ქომაგს აბრალებ!
მომხდარი ფაქტის გამო, ჩვენმა ქომაგთა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება და ის არ დაესწრება ტორპედოს არცერთ თამაშს სანამ , ბატონი გია გეგუჩაძე განმარტებას არ გააკეთებს მის განცხადებასთან დაკავშირებით და ბოდიშს არ მოიხდის ქომაგთა კლუბის წინაშე, ჩვენ ნაწილობრივ ვეთანხმებით იმას, რომ იმ დღეს მთელი სტადიონი ერთსულოვანი არ იყო გულშემატკივრობის დროს, თუმცა რა ხასიათზე უნდა იყოს ადამიანი როცა მსგავსად მოთამაშე გუნდს დაინახავს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მწვრთნელს ესეთი განცხადება საჯაროდ არ უნდა გაეკეთებინა!
ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ