ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგას პირველი საკვალიფიაკციო ეტაპიდან გამოეთიშა. ქუთაისელთა გუნდმა ორი მატჩის ჯამში ყაზახეთის "აქტობეს" ვერ სძლია.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქუთაისში ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ყაზახეთში გია გეგუჩაძის შეგირდები ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

ყაზახეთში განცდილი მარცხის შემდეგ გეგუჩაზემ მატჩისშემდეგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა კითხვებ უპასუხა, სადაც თქვა: "მინდა აღვნიშნო ის ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე სუფევდა. მეტოქეს მეთორმეტე მოთამაშე ჰყავდა, გულშემატკივრების სახით, რომლებიც მთელი თამაშის მანძილზე გუნდს მხარს უჭერდნენ, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ გვინახავს".

სპეციალისტის ამ განცხადების შემდეგ ინტერნეტ სივრეში ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგთა კლუბის
"ტორნადოს" განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ს.კ. "ტორპედო ქუთაისის'' ქომაგთა კლუბ " ტორნადოს'' განცხადება !!!
(გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ)
ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ამ განცხადებამ, გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია ქომაგებში, ქუთაისელი გულშემატკივარი, რომელიც სამაგალითოა საქართველოში, როგორც თავისი გუნდის სიყვარულითა და თავდადებული მხარდაჭერით!

მსგავსი განცახდება, მითუმეტეს როდესაც ეს გაკეთდა უცხო ქვეყანაში საჯაროდ ტელევიზიებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ჩვენთვის შეურაწმყოფელია,ეტყობა ბატონ გიას დაავიწყდა ქუთათური გულშემატკივრების გვერდით დგომა, როგორც საშინაო ასევე ყველა გასვლით თამაშზე, ქარში, სიცივეში, წვიმასა თუ თოვლში, ეტყობა დაავიწყდა მისი მწვრთნელობის პერიოდში რამდენი ქულა მოიპოვა ტორპდომ ქომაგების მხარდაჭერის ხარჯზე, ეტყობა დაავიწყდა ის დღე როდესაც უამრავი გულშემატკივარი საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე სტადიონის საფარს თოვლისგან წმენდდა იმის გამო რომ მწვრთნელს იმ დღეს თამაში სურდა, ხოლო ამ ყველაფრს ფონზე მწვრთნელისგან ასეთი დაუფასებლობა ძალიან გულსატკენია, ცუდია ის რომ საკუთარ შეცდომებს ( სატრანსფეროს თუ ტაქტიკურს) და უსუსურ თამაშს ქომაგს აბრალებ!

მომხდარი ფაქტის გამო, ჩვენმა ქომაგთა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება და ის არ დაესწრება ტორპედოს არცერთ თამაშს სანამ , ბატონი გია გეგუჩაძე განმარტებას არ გააკეთებს მის განცხადებასთან დაკავშირებით და ბოდიშს არ მოიხდის ქომაგთა კლუბის წინაშე, ჩვენ ნაწილობრივ ვეთანხმებით იმას, რომ იმ დღეს მთელი სტადიონი ერთსულოვანი არ იყო გულშემატკივრობის დროს, თუმცა რა ხასიათზე უნდა იყოს ადამიანი როცა მსგავსად მოთამაშე გუნდს დაინახავს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მწვრთნელს ესეთი განცხადება საჯაროდ არ უნდა გაეკეთებინა!


ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმიტომ თქვა გეგუჩაძემ, რომ ქართველი გულშემატკივარი სწორედაც რომ დაუნდობელია. ახალდანიშნულმა მწვრთნელმა გუნდი რამდენიმე თვეში მესამე ადგილზე გაიყვანა, ისე ავარჯიჯა, ევროტურნირზე მოახვედრა და ერთ წაგებასაც არ აპატიებს ქართველი გულშემატკივარი. ასე იყო "დინამოში" ყუოფნისას, ასე იყო - ზესტაფონში, ცოლ-შვილი რომ აგინეს, იქვე, სტადიონზე რომ ჰყავდა მიყვანილი,ასეა ქუთაისშიც, სამწუხაროდ. გიამ ზოგადად ქართული გულშემატკივრობა იგულისხმა, მაგრამ ქუთაისი რისი ქუთაისია, ამპარტავნული და კუდაბზიკური ბუნება თუ არ გამოამჟღავნა! რა გჭირთ ხალხო, როდემდე უნდა იყოთ ასეთი დაუნდობლები! ისედაც, ადამიანი ღმერთი კი არაა, უშეცდომოდ იცხოვროს... თუმცა რაღაც რომ არ მოგწონთ საკუთარ ბედ-იღბალში, ღმერთსაც კარგად საყვედურობთ... სტადიონზე არ მივალთო, რომ ამბობთ, ეგაა თქვენი გულშემატკივრობა? გუშინ ძალიან გიყვარდათ გეგუჩაძე და "ტორპედო", დღეს ერთბაშად მოიძულეთ? თუ ბოდიშის მოხდა თქვენს პატივმოყვარეობას დააკმაყოფილებს და კვლავ შეიყვარებთ?!
ირმა
10:56 15-07-2012
0
moige da geyoleba maseti gulshematkivari vechnad agebt da
0

სიახლეები პოპულარული