- მთავარია გოლი არ გავუშვათ და შეტევებში ვიაქტიუროთ. ერთი ან ორი გოლი მსგავს შეხვედრებში ბევრ რამეს წყვეტს. აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანოთ.
ნებისმიერი შეტევა შეიძლება სახიფათო გამოდგეს, ამიტომ ყველა მომენტიდან მაქსიმუმი უნდა ამოვწუროთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფორვარდები თავის მაღალ ოსტატობას დაამტკიცებენ.
- ბევრი ფიქრობს, რომ აზრებაიჯანის ჩემპიონატი საქართველოზე ძლიერია. თქვენი აზრით, "ნეფთჩი"-"ზესტაფონის" დაპირისპირება აჩვენებს რომელი ჩემპიონატია უფრო ძლიერი?
- მეც ასე ვფიქრობ, აზერბაიჯანში
შემადგენლობისა და პოტენციალის მიხედვით ჩვენი დონე უნდა ვაჩვენოთ და პირველ შეხვედრაში გავიმარჯვოთ. "ზესტაფონის" მიმართ პატივისცემის მიუხედავად, "ნეფთჩმა" მინიმუმ ორი გოლი უნდა გაიტანოს.
- "ზესტაფონთან" გამარჯვემა "ნეფთჩის" მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ასპარეზობის შანს მისცემს...
- მთავარი ჯერ "ქართული" ბარიერი გადავლახოთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე, სადაც სავარაუდოდ უფრო ძლიერი მეტოქე გვეყოლება. პირადად მე ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დიდი ხანი დავჰყო. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შანსი და ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი ყოფნა გავახანგრძლივოთ.
ეს ევროპის ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული ტურნირია, სადაც სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. ყველა გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის.
ასევე იხილეთ:
ბაქოს "ნეფთჩის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადი ცნობილია
გია ჭიაბრიშვილი: საქართველოს ჩემპიონს აზერბაიჯანის ჩემპიონთან მოგება მართებს
ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე