ცვლილებები ბოლნისის "სიონში" - გუნდი ცხრა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" თბილისში, 35-ე სკოლის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ "მარაკანაზე" ემზადება დამდეგი სეზონისთვის.

ხვიჩა ქასრაშვილის გაწვრთნილ გუნდში ცვლილებებია. გუნდი დატოვეს ამ ფეხბურთელებმა: თენგიზ ჩიკვილაძემ, ზვიად მეტრეველმა, მიხეილ კობაურმა, ოლეგ გველესიანმა, გიორგი ხიდეშელმა, ლადო ზუხბაიამ, ლაშა ნინიკაშვილმა, სოსო გილაურმა და დავით ხარჩილავამ.

ცხადია, ამდენი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გუნდს შევსება დასჭირდებოდა. "სიონმა" უკვე იახლა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, თუმცა კონტრაქტი ჯერ არცერთთან არ გაუფორმებია.

ამ დროისთვის "სიონში" ეს ახალი მოთამაშეები ვარჯიშობენ: ივა კანდელაკი, ლაშა დეკანოსიძე, გელა ხუბუა, გიორგი ჭედია, რევაზ ჯიქია და გიორგი ფეიქრიშვილი.

უახლოესი საკონტროლო მატჩი "სიონს" 17 ივლისს ექნება მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან", 23 ივლისიდან კი ქასრაშვილის გუნდი ურეკში მოემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლნისის "სიონი" შვებულების შემდეგ პირველად შეიკრიბა
მომავალ სეზონში უფრო გაძლიერებულ და ამბიციურ ბოლნისის "სიონს" ვიხილავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული