ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველი: მომდევნო ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია

AutoSharing Option
აზერბაიჯანის "ნეფთჩის" ნახევარმცველმა რაშად სადიგოვმა "ზესტაფონთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა. პირველმა ორმა გოლმა მეტოქე გატეხა. თუმცა მანამდე "ზესტაფონს" რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეშვა, შესაძლოა, იგივე მოგვსვ
ლოდა, რაც "ზესტაფონს".

საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩვენდა სასიკეთოდ ჩაიარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მომდევნო ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან წინ საპასუხ
ო მატჩი გველოდება", - აღნიშნა სადიგოვმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული