ქუთაისის "ტორპედო" ახალგაზრდა ზუგდიდელებს უმიზნებს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ევროპის ლიგაზე "აქტობესთან" წაგების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებზე დაფიქრდნენ.

"ტორპედოს" უდავოდ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და "ახალი სისხლი" ესაჭიროება.

ქუთაისელებმა ყაზანის "რუბინთან" მოლაპარაკება დუბლშემადგენლობის ქართველი ლეგიონერის, 20 წლის ავთანდილ ბრაჭულის იჯარით დამატების თაობაზე დაიწყეს; ქუთაისში მოსალაპარაკებლად იყვნენ ზუგდიდის "ბაიას" ცენტრალური მცველი ნიკა აფაქიძე და ამავე გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი ზვიად სიხარულია.

შევიტყვეთ, რომ ქუთაისელებს "ბაიადან" კიდევ ერთი მოთამაშის, აკაკი ფარჯიკიას დამატება სურთ: 18 წლის ფეხბურთელი ფლანგის ნახევარმცველია. მცირე ასაკის მიუხედავად, გასულ სეზონში ფარჯიკიამ 10
შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა - თავი გორის "დილასთან" გამოიჩინა.

ამავე დროს, გამორიცხული არ არის, ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდიდან რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გაუშვან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ
აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]
ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული