თბილისის "დინამომ" შესაძლოა სლოვაკეთის ნაკრების ფორვარდი დაიმატოს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" შესაძლოა სლოვაკეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი, 28 წლის ფილიპ სებო დაიმატოს. ამის შესახებ ცნობას gladiators.ge ავრცელებს.

სებო გასულ სეზონში ბრატისლავას "სლოვანში" გამოდიოდა, სადაც ორ სეზონში 45 თამაში ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. 2001-03 წლებში "კიოლნის" მეორე გუნდში თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 50 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ბრატისლავას "ინტერში" გამოდიოდა, რომელშიც 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

2004-05 წლებში "ბრატისლავას" არტმედიაში გადავიდა, სადაც 33 შეხვედრაში 22-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა. 2005-06 წლებში ვენის "ავსტრიაში" გადაბარგდა - 6 გოლი
32 შეხვედრაში.

2006-07 წლებში სებომ გლაზგოს "რეინჯერს" მიაშურა და 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ სებომ საფრანგეთს მიაშურა და 3 წლის განმავლობაში ირიცხებოდა "ვალენსიენში", 62 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

სლოვაკი ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე იმყოფება და რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

ასევე იხილეთ:
შვეიცარიულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" იერსახე და ლოგო შეუცვალა
თბილისის "დინამოს" სერბულ "ბორჩასთან" ესპანელებმა მოაგებინეს
თბილისის "დინამოს" სლოვენიური შეკრების სავარაუდო მეტოქეები
დუშან უჰრინმა თბილისის "დინამოში" წმენდა დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული