ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები "ჩიხურას" ისევ ერთად მართავენ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატისთვის საჩხერის "ჩიხურა" ურეკში ემზადება. გუნდში დაიმატეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრები: თემურ შარაშენიძე, ნიკა მაისურაძე და ვაჟა ლომაშვილი.

პირველმა ორმა დასრულებული ჩემპიონატი ცხინვალის "სპარტაკში" ჩაატარა, მცველმა ლომაშვილმა კი - ფოთის "კოლხეთში".

საჩხერელები ცხინვალის "სპარტაკის" კაპიტნის, თემურ შონიას გადაყვანითაც დაინტერესდნენ, მაგრამ 21 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, ისრაელში წავიდეს.

"ჩიხურამ" ურეკში 19 ივლისს საკონტროლო შეხვედრების სერიალი დაიწყო: საჩხერელები და ფოთის "კოლხეთი" ერთმანეთს მეორე შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ - მატჩი კოლხების გამარჯვებით დასრულდა (3:1).

20 ივლისს საჩხერელები ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდებიან, 21-ში - ერთ-ერთ აზერბაიჯანულ
კლუბს შეხვდებიან, რომელიც საქართველოში მოემზადება, 23-ში კი ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშებენ.

დაბოლოს: "ჩიხურაში" მართვის საკითხი ირკვეოდა. საჩხერულ კლუბს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს - ორი სახელმწიფოდან, ორიც - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კერძო სტრუქტურიდან.

მოხდა სასწაული და ეს ორი მხარე, საფეხბურთო კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმდა და "საჩხერის" მართვა ძველებურად, ერთობლივად გაგრძელდება.

"ჩიხურამ" სპარინგების სერიალი დაგეგმა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურა" და მარტვილის "მერანი" ურეკში ემზადებიან
საჩხერის "ჩიხურამ" ახალი ფეხბურთელები დაიმატა
სოსო ფრუიძემ ფედერაციის ტურნირში საინტერესო მოთამაშე აღმოაჩინა
სოსო ფრუიძე: "ჩიხურას" მიზანი უმაღლესი ლიგის ექვსეულში მოხვედრა იქნება
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონო მერაბ, იმას თუ დაწერთ როგორ შეთანხმდენ და როგორ გამოაბუნძულეს სახელმწიფოს მიერ დამფუძნებლები, კრებიდან ჩიხურას ფეხბურთელებმა ძალიან კარგი იქნება
datikoluka
12:46 20-07-2012
0
დაპირისპირებას თანამშრომლობა არ ჯობია?!
Tornike
12:52 20-07-2012
0

სიახლეები პოპულარული