გიორგი ხიდეშელი რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებს

AutoSharing Option
გიორგი ხიდეშელი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი ბოლნისის "სიონის" შემადგენლობაში გაატარა, რუსთავის "მეტალურგთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა.

ვინაიდან რუსთაველები ევროპის ლიგაზე ასპარეზობენ, კონტრაქტი, სავარაუდოდ, "პლზენთან" განმეორებით მატჩამდე ან მის შემდეგ გაფორმდება.

26 წლის ნახევარმცველი ბოლნისურ კლუბში ფინეთიდან გადმოვიდა. მანამდე კი 2009/10 წლების სეზონში რუსთავის "ოლიმპის" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული