ელხან აბდულაევი: ბაქოს "ნეფთჩის" 3:0 "ზესტაფონთან" შეიძლება ბოროტ ხუმრობად იქცეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ელხან აბდულაევმა ინტერნეტსაიტ azerisport.com-თან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონის" (პირველი მატჩი 3:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა.

- პირველად ხდება, აზერბაიჯანული კლუბი ევროთასების საპასუხო მატჩზე ისე მიდის, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, განაღდებული აქვს...
- გულწრფელად რომ გითხრათ საქართველოს ჩემპიონთან "ნეფთჩის" 3:0 გამარჯვებამ ძალიან გამახარა. პრინციპში, ჩვენი ჩემპიონი 90 პროცენტით უკვე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდშია.

მაგრამ რჩება კიდევ 10 პროცენტი, რომელიც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ბოროტ ხუმრობად გადაიქცეს.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ ქართველები სამ-ოთხ
უპასუხო გოლს გაგვიტანენ.

- "ნეფთჩის" საპასუხო თამაშის შედეგი არ უნდა აღელვებდეს?
- "ნეფთჩის" "ზესტაფონის" დამარცხება სტუმრადაც შეუძლია. თუმცა ეს რთული იქნება. პირველ მატჩში ჩვენი კლუბი აშკარა უპირატესობას არ ფლობდა. ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს.

ფეხბურთი ბუმერანგივითაა. იგივე შეიძლება შეემთხვეს "ნეფთჩისაც", მაგრამ ეს უკვე კატასტროფა იქნება.

იქ ნამდვილად ანშლაგი იქნება. ბაქოელებს იოლი მატჩი არ ელით.

ასევე იხილეთ:
ზესტაფონი VS ნეფთჩი - თავგანწირვა მოედანზე, ჯოჯოხეთი ტრიბუნებზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული