კახა ალადაშვილი: "ორჰუსთან" საპასუხო მატჩის წინ უფრო მობილიზებულნი ვართ

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდებმა ქართველი გულშემატკივარი სასიამოვნოდ გააოცეს და დანიიდან შინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კარში გოლი მესამე წუთზევე მიიღეს, მათე ვაწაძემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. თამაშის მიწურულს კი კახა ალადაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა დანიელთა კარში, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ გორელებს ფავორიტის სტატუსსაც სძენს.

როგორც გამარჯვების გოლის ავტორი ამბობს, "ორჰუსი" საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ამიტომ "დილას" ფავორიტად არ მიიჩნევს.

"სერიოზულად ვემზადებით. "ორჰუსი" საკმაოდ კარგი გუნდია და ისევ
მათი სიძლიერიდან გამომდინარე, შანსებს 50/50-ზე შევაფასებ".


ალადაშვილი დანიელებთან მატჩში განსხვავებულ პოზიციაზე მოგვევლინა. მარჯვენაფლანგელი ახლა შუა ხაზში ირჯებოდა და საკმაოდ კრეატიულიც იყო. როგორც ფეხბურთელი ამბობს, ამ პოზიციაზე მწვრთნელმა ის ამხანაგურ მატჩებში გამოსცადა.

"ჩემს თამაშზე რა გითხრათ, კარგია, რომ გამარჯვების გოლი გავიტანე. პოზიციას რაც შეეხება, ამხანაგურ თამაშებში დამაყენა მწვრთნელმა. ეტყობა, გავამართლე მისი იმედები და შემდეგ უკვე ოფიციალურ მატჩშიც მენდო".

დანიაში გორელთა დაცვას საკმაოდ დიდი ჯაფა დაადგა, ვინაიდან "ორჰუსი" მწვავედ უტევდა. მიუხედავად ამისა, ალადაშვილი ამბობს, რომ დაცვის ხაზი სულაც არაა სუსტი და ყველა რგოლში "დილას" საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს.

Sportall.Ge"ჩვენ მეორე ნომრად თამაში ვარჩიეთ და აქცენტი კონტრშეტევებზე გავაკეთეთ. თუკი ყველა შეტევა ჩვენს კარში დარტყმით დასრულდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი შეტევა გამოეპარათ მცველებს.

ეს გასაგებიც იყო, მეორე ნომრად ვთამაშობდით, კონტრშეტევებზე ავაგეთ თამაში, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა კიდეც".


ალადაშვილი მეტოქის ძლიერ მხარესაც შეეხო. მისი აზრით, ყველაზე ძლიერი "ორჰუსს" შუახაზი აქვს.

"განსაკუთრებით, იორგენსენს გამოვყოფ. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და კარგად ანაწილებს ბურთებს.

ყველაზე ძლიერი ნახევარდაცვაა, თუმცა მთლიანობაში, ძალიან სტაბილურ, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან გვაქვს საქმე".

განმეორებით შეხვედრაში რა ტაქტიკას აირჩევს შალამბერიძე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, მეტოქეს სივრცეებს და ბურთს არ დაუთმობს. როგორც გიგა ბეჭვაია ამბობს, მათ საკუთარ კარში გოლის მიღება არ უნდა დაუშვან.

"დანიაში თამაშის დროს ვიგრძენით, რომ მოგება შეიძლებოდა. ახლა უფრო მობილიზებულები ვართ. გადამწყვეტი თამაშია, კარგად უნდა შევაფასოთ მოწინააღმდეგე.

ერთი გოლის შემდეგ ყოველთვის ირევა გუნდი. ამიტომ გოლი არ უნდა გავუშვათ, სიტუაცია არ დავძაბოთ და მარტივად დავამთავროთ საქმე".

26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, "დილასა" და "ორჰუსს" შორის მატჩზე, დასწრება უფასოა. "დილას" ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ მაყურებელი მათ მხარდასაჭერად მივა და ერთად შეძლებენ მომდევნო ეტაპზე გასვლას.

"დილა" საპასუხო შეხვედრაში გოლის გაშვებას არ აპირებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"დილა"-"ორჰუსს" შვეიცარიელი არბიტრი განსჯის
თემურ შალამბერიძე: დანიელებს ეგონათ, აზრზე არ ვიყავით
მათე ვაწაძე: გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა
ორჰუსი-დილა 1:2 - გორელებმა საქართველოს ხასიათი გამოუკეთეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ ბიჭებო ხვალ გბალეშიკობთ მთელი სულით და გულით. თქვენ იცით როგგორც დანიაში თამაშით გაგვახარეთ ისე აქ.
tornike
18:27 25-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული