ქუთაისის "ტორპედომ" ნუგზარ კვირტიას ასაკი დაუწუნა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ ყველა ის ზუგდიდელი მოთამაშე, რომელთაც ქუთაისელები იწვევდნენ, თურქულ შეკრებაზე "ზუგდიდს" გაჰყვნენ: მცველი ნიკა აფაქიძე და ნახევარმცველები - ზვიად სიხარულია და აკაკი ფარჯიკია.

შევიტყვეთ, რომ "ტორპედოდან" წამოვიდა აზერბაიჯანის აზალ-ის ყოფილი ნახევარმცველი ნუგზარ კვირტიაც. მისი თქმით, "ტორპედოში" ასაკის გამო არ აიყვანეს, ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებთო.

"შემოთავაზება მქონდა საჩხერის "ჩიხურადანაც", მაგრამ საბოლოოდ ისევ აზერბაიჯანში დაბრუნება გადავწყვიტე.

მართალია, ჯერ კონკრეტულ გუნდს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კონტრაქტს გავაფორმებ"
, - გვითხრა კვირტიამ.

კვირტია აზერბაიჯანში ბრუნდება (იბეჭდება მცირე
ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც წაეყვანა ზუგდიდს მეტი კონკურენცია არ იქნებოდა გუნდში? ისე ხო არ იცით ზუგდიდს რა ფერის ფორმა ეცმევა, ან როგორი გერბი შეურჩიეს?
forvard-9-
17:52 26-07-2012
0

სიახლეები პოპულარული