"ზესტაფონში" ყველაზე ძვირად როინ კვასხვაძე და ჯაბა დვალი ფასობენ

AutoSharing Option
გერმანულმა ინტერნეტპორტალმა "ტრანსფერმარკტმა" ყველა კლუბის შემადგენლობა განაახლა და შესაბამისად, განახლებულია ფეხბურთელთა პირობითი სატრანსფერო ფასები.

საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონის" შემადგენლობაში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ისევ რჩება ახალგაზრდა, 23 წლის კიპერი როინ კვასხვაძე, რომელიც 700 ათას ევროდაა შეფასებული. მას 500 ათასი ევროთი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი და გუნდის მთავარი მეგოლე ჯაბა დვალი მოჰყვება. სწორედ ამ ფეხბურთელების ფასია ყველაზე სოლიდური ჩემპიონის რიგებში.

400 ათას ევროდ გამოცდილი დავით მუჯირი და გიორგი ხიდეშელი არიან შეფასებულნი. ეს უკანასკნელი დიდი ხანია, ტრავმას იშუშებს
და იმედია, მალე დაუბრუნდება მოედანს.

მუჯირსა და ხიდეშელს მცირედით ჩამორჩება თორნიკე გორგიაშვილი, რომლის სატრანსფერო ფასიც 375 ათასი ევროა. 300-300 ათასი მამუკა კობახიძის, ზაალ ელიავასა და თეიმურაზ ღონღაძის ფასია.

საერთო ჯამში, ზესტაფონელთა სატრანსფერო ფასი 6 მილიონ 75 ათასი ევროა.

საინტერესოა ბაქოს "ნეფთჩის" ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებიც. ვობაი, რომელმაც "ზესტაფონს" ორივე მატჩში გაუტანა, 600 ათასი ევრო ღირს. იმამვერდიევის სატრანსფერო ფასი 250 ათას ევროს არ სცილდება. რაც შეეხება კანალესს, რომელმაც ბაქოურ შეხვედრაში წერტილი დასვა, ისიც 600 ათასი ევრო ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს იკა! ჟინი გინდა რო დაინახო დ. 2000 უხდი და იმასაც ამადლი რა ჟინს ითხოვ? კოკაიამ ვერ გაიგო რო Fეხბურთელს უნდა გადაუხადოს! ფეხბურთი ისეთი სპორტია 30წლამდე კაპიტალი უნდა დააგროვო რო მერე იმითი იცხოვრო. ჯერ რონელ კრიზისზე ლაპარაკობს გერმანელი რო დაიმატა და სხვა ლეგიონერებს რო სინჯავს რითი უხდის? აქ ეგრეა ქართველს არ აფასებენ და ვიღაცა რო ჩამოყავთ რომელიც ვერც მივა ჩვენ ფეხბურთელთან 2ჯერ მეტს უხდიან. ზესტაფონის გუნდი დაიშალა კოკაიას ჟმოტობის გამო ვსო
Maka
15:56 20-08-2012
0
რა მნიშვნელობა აქვს რამდენს უხდიან ზესტაფონის ფეხბურთელებს და რამდენს ნეფთჩის ფეხბურთელებს, ელემენტარული თამაშის დროს ჩვენ ფეხბურთელებს ჟინი და მონდომება არ ეტყობათ. ისე თამაშობენ თითქოს ამხანაგური თამაში იყოს. ქართველი ხარ და ჟინი, მონდომება და თავდადება მაინც ანახე გულშემატკივარს და წააგებ თუ მოიგებ გულშემატკივარი დაგიფასებს!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული