დანიაში დაკავებულ ქართველთაგან ერთ-ერთი გორის "დილას" მეკარეა?

AutoSharing Option
დანიაში "ორჰუსთან" სათამაშოდ მყოფი გორის "დილას" ქომაგების დაკავების შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

საუბარია საქართველოს ორ მოქალაქეზე, რომლებიც ქალაქ ორჰუსის ერთ-ერთი მაღაზიიდან მაისურების მოპარვის მცდელობისთვის დააკავეს.

ინფორმაცია თავიდანვე დანიურმა საიტებმა გაავრცელეს, სადაც იმასაც კი წერდნენ, თითქოს დაკავებულები "დილას" ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით გაცხადდა, რომ ისინი მხოლოდ დანიაში "დილას" მხარდასაჭერად ჩასული ქომაგები იყვნენ.

ახლახან კი დანიურმა საიტმა Politiken.dk-მა რაიონის პოლიციის უცხოელთა განყოფილების ტექნიკური მენეჯერის, ჰენრი ფინკის კომენტარი გამოაქვეყნა, რომლის მტკიცებით, ორი დაკავებული ქართველიდან ერთი გულშემატკივარი, ხოლო მეორე გორის "დილას" მეკარეა.

დანიელი სამართალდამცველი
დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ერთ-ერთი გორელთა გუნდის მესამე, სათადარიგო მეკარეა.

როგორც ირკვევა, დაკავებულ ქართველებს სამშობლოში დეპორტაცია ელით, თუმცა სანამ საჭირო დოკუმენტაციას შეადგენენ, დაახლოებით ოთხ კვირას კოპენჰაგენის საპატიმროში გაატარებენ. დეპორტაციის შემდეგ მათ დანიაში ჩასვლა 2 წლით აეკრძალებათ.

ასევე იხილეთ:
ორჰუსის პოლიცია: გორის "დილას" ქომაგებმა ტანსაცმელი მოიპარეს
გორის "დილა" დანიაში გულშემატკივრების დაკავებას უარყოფს
გორის "დილას" ქომაგები დანიაში ქურდობისთვის დააკავეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული