კახი კალაძეს საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, კახი კალაძეს საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაუყადაღეს.

ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთა.

ფანჯიკიძის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის შუამდგომლობით.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილება ახსნილია იმით, რომ კალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

"როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ცნობილ სპორტსმენთან, როგორიც კახი კალაძეა, მისი შემოსავლების შესახებ ეჭვები არ უნდა ჩნდებოდეს", - განაცხადა
ფანჯიკიძემ.

მისივე შეფასებით, ეს არის პოლიტიკური დევნა და ის მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება – ხელი შეუშალოს კალაძის საქმიანობას პოლიტიკურ კოალიციაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახა, მაგარი ხარ. როცა სიმართლის თქმას ბევრი მოერიდა, კალაძემ თქვა. როცა კითხვა დასვა მკვლელობის თაობაზე, მაშინ გადაეკეტა მიშას და ვერ იტანს მას მერე. დემეს საქმეზეც მართალი იყო კალაძე, როცა ხმა ამოიღო უსამართლობაზე და საერთოდაც, ბევრი სიხარული გვახსოვს კალაძისგან და ის კითხვაც, მიშას რო დაუსვა გვირგვლიანის საქმეზე, სწორი იყო, რაც ევროსასამართლოს დასკვნამ დაადასტურა.
ეხლა რასაც აკეთებს ხელისუფლება, არის სამარცხვინო.
დუდუ
02:10 27-07-2012
0

სიახლეები პოპულარული