"ტორპედომ" 25 წლის თავდამსხმელთან კონტრაქტი ოფციონით (1+1) გააფორმა.
გიორგი გუნდს 28 ივლისიდან შეუერთდება. თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" გაატარა, სადაც 2010 წლამდე ითამაშა. მერე რუსთავის "მეტალურგში" გამოდიოდა (15 მატჩში 2 გოლი), 2011 წლიდან კი კარიერა აზერბაიჯანის ჩემპიონატში თოვუზის "თურანში" (24 მატჩი, 4 გოლი) გააგრძელა.
კლუბის ხელმძღვანელობამ "უბიცას" (ბერიაშვილის მეტსახელია) გაშვება შარშან მოინდომა. მერე აზერბაიჯანელებმა პოზიცია შეიცვალეს, მაგრამ მაისში სეზონი დასრულდა და გიორგიმ კლუბი თავად დატოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი