"ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობაში გულშემატკივართათვის მოულოდნელი იყო მარჯვენა მცველის პოზიციაზე მყოფი ირაკლი ხუციძის გამოჩენა, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად ქუთაისური გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა, მას შემდეგ კი იგი ს/კ "გაგრაში" თამაშობდა.
მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში "ტორპედოში" რამდენიმე ცვლილება მოხდა, მოედანზე ახლადშესულებში იყო გუნდში 26 ივლისს ჩარიცხული გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც თამაშის 53-ე წუთზე საბანაძის კარგი
ოც წუთში სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით შეგდებულ ბურთს ამირან წაბრია დახვდა, შეუჩერებლივ დარტყმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ტორპედოელებს მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეტოქეს, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზება ვეღარ მოხდა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ ცენტრალურ სტადიონზე 30 ივლისს ჩაატარებს, ამჯერად მეტოქე - 4-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" იქნება.
fctorpedo.ge