ირაკლი ხუციძე ქუთაისის ”ტორპედოში” გადავიდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" მოსამზადებელ ეტაპზე ფოთის "კოლხეთთან" მორიგი საკონტროლო მატჩი შინ, ცენტრალურ სტადიონზე გამართა.

"ტორპედოს" შემადგენლობაში სიახლე იყო: მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირაკლი ხუციძემ ითამაშა, რომელიც მცირე ხნის წინ ამერიკული მეიჯორლიგის "ქოლამბუს ქრიუში" ისინჯებოდა.

ორი წლის წინ ირაკლიმ ქუთაისურ გუნდთან ერთად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური და "გაგრაში" შემდეგ გადავიდა.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში "ტორპედოში" რამდენიმე ცვლილება მოხდა: მოედანზე შეცვლაზე შესულმა ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა 53-ე წუთზე ნიკა საბანაძის კარგი გადაცემის შემდეგ ანგარიში გახსნა - 1:0.

73-ე წუთზე
სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ამირან წაბრია დახვდა, შეუჩერებლივ დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "ტორპედო" ისევ საკუთარ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებს - 30 ივლისს ქუთაისელთა მეტოქე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედოს გულშემატკივრები მივესალმებით ხუცოს ტორპედოში დაბრუნებას და ვუსურვებთ წარმატებებს
messi
21:56 30-07-2012
0

სიახლეები პოპულარული