გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ უკვე საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა: პირველად 3 აგვისტოს ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება.
მანამდე "გაგრამ" "მერანის" სტადიონზე ამხანაგურად "ზოოვეტთან" ითამაშა და 5:2 გაიმარჯვა. თავი გამოიჩინეს ვოლკოვმა, ჯგერენაიამ, ყიფიანმა და ერისთავმა. ერთი ბურთიც მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"