"გაგრა" ურეკში მოგებით მიემგზავრება

AutoSharing Option
პირველ ლიგაში დაქვეითებული "გაგრა" ურეკში შეკრების გასავლელად 1 აგვისტოს გაემგზავრება და იქ 12-მდე გაჩერდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ უკვე საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა: პირველად 3 აგვისტოს ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება.

მანამდე "გაგრამ" "მერანის" სტადიონზე ამხანაგურად "ზოოვეტთან" ითამაშა და 5:2 გაიმარჯვა. თავი გამოიჩინეს ვოლკოვმა, ჯგერენაიამ, ყიფიანმა და ერისთავმა. ერთი ბურთიც მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული