18 წლის მცველი კობა ჟორჟიკაშვილის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 მატჩი გამართა. ამჟამად კი ნიკა 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელია, სადაც 4 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
ქუთაისელთა ახალწვეული აქამდე თბილისის "დინამო 2"-ის მოთამაშე იყო, მაგრამ უცნაურია, რომ მას კლუბთან კონტრაქტი არ აკავშირებდა და ქუთაისში სწორედ მის გამო მოხვდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"