მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ტაპე "მერანს" დატოვებდა და როგორც თვითონ ამბობდა, კარიერას, სავარაუდოდ, სამშობლოში გააგრძელებდა.
თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ტაპეც მარტვილს დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დაახლოებით იგივე მოხდა ვალერი იობაშვილის შემთხვევაშიც - მან "კოლხეთთან" მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა.
ტაპემ "მერანთან" ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამჟამად გუნდთან ერთად ურეკში იმყოფება.
ტაპემ ორიოდე დღის წინ გამართულ "მერანისა" და "კოლხეთის" ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ცნობისათვის,
აქვე ვთქვათ ისიც, რომ "მერანი" მომდევნო ტესტმატჩს 2 აგვისტოს ქუთაისში, ადგილობრივ "ტორპედოსთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"