ეს, უპირველესად, ითქმის ქუთაისელთა კარის დარაჯზე, ომარ მიგინეიშვილზე, რომელმაც ჯერ პაპუნა ფონიავას დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი ნოდარ დემეტრაშვილს არ მისცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა.
მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ: დასამახსოვრებელია შეცვლაზე შემოსული ელგუჯა გრიგალაშვილის შესანიშნავი გადაცემა გრიგოლ დოლიძის მისამართით, თუმცა ამ უკანასკნელმა ბურთი დიდი მანძილით ააცილა ჯონი შეროზიას კარს, რითაც დიდად გაანაწყენა ადგილობრივი ქომაგები.
სხვათა შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ მრავლისმნახველი ქუთათური გულშემატკივარი დიდი ოვაციებით შეხვდა
ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" ბევრი რამ შეიცვალა და გუნდი ამჟამადაც როტაციის პროცესშია. "მერანთან" მატჩში ითამაშეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა: აზერბაიჯანმოვლილმა აკაკი წყაროზიამ (რომელმაც პირველი ტაიმის შუაწელს ტრავმა მიიღო) და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა ნიკოლოზ სანდოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ სანდოხაძემ "ტორპედოსთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სიახლეებია მარტვილის "მერანშიც": "ტორპედოსთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პოტენციურმა ახალწვეულებმა დავით ხარძეიშვილმა, ნოდარ დემეტრაშვილმა და გიორგი ჩიკვაიძემ. გაგრძელდება თუ არა კლუბთან მათი თანამშრომლობა, ჯერ უცნობია.
მომდევნო ტესტმატჩს "ტორპედო" საკუთარ მოედანზე 5 აგვისტოს საჩხერის "ჩიხურასთან" გამართავს, ხოლო "მერანი" 7 აგვისტოს მარტვილში "სამტრედიას" უმასპინძლებს.
ტორპედო-მერანი 0:0
ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე, ზ. ჭელიძე, წყაროზია, გ. გურული, გიგაური, ფირცხალავა, ვ. ბოლქვაძე, დოლიძე, საბანაძე, ბერიაშვილი
შეცვლაზე შემოვიდნენ: ქვილითაია, სანდოხაძე, ტაბატაძე, ე. გრიგალაშვილი, ფანცულაია, იოსელიანი, შერგელაშვილი, მარკოზაშვილი, გ. დათუნაიშვილი, ტუღუში, რიგვავა
მთავარი მწვრთნელი: გ. გეგუჩაძე
მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, იობაშვილი, დიდავა, მჭედლიშვილი, ფონიავა, ნ. ნოზაძე, ამბროლაძე, ს. ლომია, ტაპე
შეცვლაზე შემოვიდნენ: მელიავა, ბ. ჩხეტიანი, გ. ჩხეტიანი, ც. ბუკია, ხარძეიშვილი, დემეტრაშვილი, ჩიკვაიძე, კიკალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: მ. ჟვანია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"