მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივაც.
პატრიკ მილხრაუმი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არსებობის მანძილზე რიგით მე-15 და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე პირველი გერმანელი ლეგიონერია. ზემოიმერელთა ღირსებას ის 26-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
fczestafoni.ge
ასევე იხილეთ:
პირველი გერმანელი საქართველოს ჩემპიონატში - "ზესტაფონი" პატრიკ მილხრაუმს გაიფორმებს
ზემო იმერეთი, იგივე არგვეთი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდან ზემო იმერეთი გეოგრაფიული ტერმინი იყო, დღეისათვის ზემო იმერეთი მიჩნეულია დასავლეთ საქართველოს ერთ ეკონომიკურ რეგიონად, რომელშიც შედის საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.