ოფიციალურად: "ზესტაფონმა" პატრიკ მილხრაუმი გაიფორმა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 28 წლის ახალწვეულის სახელია პატრიკ მილხრაუმი.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მასში გათვალისწინებულია თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივაც.

პატრიკ მილხრაუმი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" არსებობის მანძილზე რიგით მე-15 და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე პირველი გერმანელი ლეგიონერია. ზემოიმერელთა ღირსებას ის 26-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

fczestafoni.ge


ასევე იხილეთ:
პირველი გერმანელი საქართველოს ჩემპიონატში - "ზესტაფონი" პატრიკ მილხრაუმს გაიფორმებს
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა რა უნდა გავაკეტო იმისთვს რომ გაიგო ზესტაფონი ზემო იმერეთი არ არიისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს....ოხ ერთი ცხონებული უშანგი გუბელაძე გყოლოდა გეოგრაფიის მაწავლებლად შენ კი გაჩვენებდა ზემოს და ქვემოს
kzviadi
11:08 08-08-2012
0
პასუხად:

ზემო იმერეთი, იგივე არგვეთი — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. იმერეთის აღმოსავლეთი მთაგორიანი ნაწილი. იგივეა, რაც ზემო მხარი (ზემო ქვეყანა). წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის 80-იან წლებიდან არის დამოწმებული. თავიდან ზემო იმერეთი გეოგრაფიული ტერმინი იყო, დღეისათვის ზემო იმერეთი მიჩნეულია დასავლეთ საქართველოს ერთ ეკონომიკურ რეგიონად, რომელშიც შედის საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.
გელა
13:11 08-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული