ამ გუნდების წინა მატჩის მსგავსად, ეს თამაშიც საკმაოდ "გახსნილი" და უხვგოლიანი გამოდგა (შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა).
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფრთაზე გიორგი რეხვიაშვილის გადაცემა ნიკა დარჯანიამ აქცია გოლად. სამიოდე წუთში გიგა ბოხუას წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი შოთა კერძევაძემ შეასრულა ზუსტად.
ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ: ერთ-ერთ ეპიზოდში პაპუნა ფონიავას ეუხეშნენ საკუთარ საჯარიმოში სტუმართა მცველები, რის გამოც არბიტრის სასტვენმაც არ დაახანა. პენალტი გივი
მეორე ტაიმში "მერანი" აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. გაისინჯა რამდენიმე ახალწვეულიც. შესვენების შემდეგ მერანელებმა მესამედაც იხეირეს: ამჯერად თავი შეცვლაზე შემოსულმა ბადრი დემეტრაშვილმა გამოიჩინა.
ბოლოსკენ სტუმართა ფეხბურთელმა ბიჭიკო გედენიძემ საჯარიმო დარტყმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:2.
მერანი-სამტრედია 3:2
გოლები: 1:0 დარჯანია (17), 1:1 კერძევაძე (20.პენ), 2:1 დიდავა (35.პენ), 3:1 დემეტრაშვილი (60), 3:2 გედენიძე (73)
მერანი: ხარძეიშვილი, მჭედლიშვილი, იობაშვილი, ქარქუზაშვილი, გეგეჭკორი, დიდავა, ნ. ნოზაძე, ფონიავა, ამბროლაძე, რეხვიაშვილი, დარჯანია
შეცვლაზე შემოვიდნენ: ზურაშვილი, მელიავა, კიკალიშვილი, ჩიხრაძე, გაბისონია, ბუკია, ბ. ჩხეტიანი, ჩიკვაიძე, ჯარმელაშვილი, დემეტრაშვილი, ქანთარია, ვარდუაშვილი
სამტრედია: კეკელიძე, დვალიშვილი, ხაჭაპურიძე, გოგია, ჩხიკვაძე, ჟვანია, კერძევაძე, სამსეიშვილი, გედენიძე, ბოხუა, როსტიაშვილი
შეცვლაზე შემოვიდნენ: კიკაბიძე, ბანძავა, ხაჭიპერაძე, ახობაძე, რუხაია, თელია, რუხაძე, გ. მელქაძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"