"დილამ", რომელმაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩში კვიპროსულ "ანორთოსისთან" შეხვედრა 0:1 დათმო, 9 აგვისტოს ლარნაკაში გამართულ საპასუხო მატჩში მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ანორთოსისის" აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა გამართეს, მოედანზე კი საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც შეხვედრა შეწყდა და გუნდები მოედნიდან გავიდნენ...
მანამდე კი გორელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამივე შეხვედრის მეორე ნახევარში. პირველი და ბოლო ბურთი "დილას"
ამრიგად, თემურ შალამბერიძის გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფშია, სადაც მეტოქეს წილისყრის შემდეგ გაარკვევს.