ევროსარბიელზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი გორის "დილა" პორტუგალიურ "მარიტიმუს" დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი გუნდებს შორის 23 აგვისტოს პორტუგალიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა საქართველოში 30 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თემურ შალამბერიძის გუნდმა შინ წაგებული მატჩის შემდეგ (0:1) კვიპროსულ "ანორთოსისს" სტუმრად 3:0 მოუგო. კვიპროსული შეხვედრა 83-ე წუთზე გულშემატკივართა შორის არეულობების გამო შეწყდა.
ასევე იხილეთ:
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]