გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში პორტუგალიური "მარიტიმუ" იქნება

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა.

ევროსარბიელზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდი გორის "დილა" პორტუგალიურ "მარიტიმუს" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი გუნდებს შორის 23 აგვისტოს პორტუგალიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა საქართველოში 30 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თემურ შალამბერიძის გუნდმა შინ წაგებული მატჩის შემდეგ (0:1) კვიპროსულ "ანორთოსისს" სტუმრად 3:0 მოუგო. კვიპროსული შეხვედრა 83-ე წუთზე გულშემატკივართა შორის არეულობების გამო შეწყდა.

ასევე იხილეთ:
ანორთოსისი-დილა 0:3 - ჯგუფამდე ერთი ნაბიჯიღაა, შეუძლებელი არაფერია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ არის მარიტიმუ ისეთი მეტოქე, რომ ვერ დავარცხოთ... წინ ბიჭებო უნდა გავიდეთ :)
0
მაგისი დიდი იმედი მაქვს რომ იქნებ როგორმე გავიდეთ ჯგუფურ ეტაპზე
merabi
16:25 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული