"საქართველოში დღეს ჩამოვედი და მიხარია, რომ სამშობლოში, თანაც, ჩემპიონ გუნდში მომიწვიეს.
კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ სამ დღეში ყველაფერი გადაწყდება.
ამ პერიოდში დამაკვირდებიან და მეცოდინება, ჩავირიცხები თუ არა. ხვალ "ზესტაფონში" პირველად ვივარჯიშებ", - გვითხრა კვეკვესკირმა.
აფხაზეთში დაბადებული ფეხბურთელი მოსკოვში გაიზარდა. მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. შემდეგ ამ კლუბის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.
მერე კარიერა "კრასნოდარის" რეზერვში გააგრძელა, საიდანაც უნგრეთის პირველი დივიზიონის "პეჩში" ჩაირიცხა.
სწორედ ამ კლუბიდან მიიწვია შარშან მარტში ოთარ
"პეჩმა" გასული სეზონის დასრულებამდე "სზტკ-ენიმაში" გაანათხოვრა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"