"ზესტაფონი" სამშობლოში დაბრუნებულ ირაკლი კვეკვესკირს გასინჯავს

AutoSharing Option
"ზესტაფონი" 20 წლის მცველს, ირაკლი კვეკვესკირს გასინჯავს. ეს ამბავი თავად ირაკლიმ გაგვიმხილა.

"საქართველოში დღეს ჩამოვედი და მიხარია, რომ სამშობლოში, თანაც, ჩემპიონ გუნდში მომიწვიეს.

კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია, მაგრამ სამ დღეში ყველაფერი გადაწყდება.

ამ პერიოდში დამაკვირდებიან და მეცოდინება, ჩავირიცხები თუ არა. ხვალ "ზესტაფონში" პირველად ვივარჯიშებ"
, - გვითხრა კვეკვესკირმა.

აფხაზეთში დაბადებული ფეხბურთელი მოსკოვში გაიზარდა. მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა. შემდეგ ამ კლუბის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა.

მერე კარიერა "კრასნოდარის" რეზერვში გააგრძელა, საიდანაც უნგრეთის პირველი დივიზიონის "პეჩში" ჩაირიცხა.

სწორედ ამ კლუბიდან მიიწვია შარშან მარტში ოთარ
გაბელიამ
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და ავსტრიის საერთაშორისო ტურნირზე თავის გამოჩენის შანსი მისცა.

"პეჩმა" გასული სეზონის დასრულებამდე "სზტკ-ენიმაში" გაანათხოვრა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზესტაფონი სტარიკებს უშვებს და აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს, ასე ჯობია ნაღდად.... აფციაური და მენთეშაშვილი ლიგაზე ვერავის გაიყვანენ
janorhus
15:37 20-08-2012
0
AU ილია მიდი რა ფორვარდის გვინდა გოლის გამტანი გვინდააააააააა
irakli1805
16:53 20-08-2012
0

სიახლეები პოპულარული