შოთა გრიგალაშვილი "მარიტიმუსთან" მატჩის შემდეგ გორის "დილას" დატოვებს

AutoSharing Option
გორის "დილაში" "ზესტაფონიდან" გადასული შოთა გრიგალაშვილი ევროპის ლიგის პლეი ოფის შემდეგ კლუბს დაემშვიდობება და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში, "ჩიხურას" წინააღმდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

მოგვიანებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თეიმურაზ შალამბერიძემ განმარტა, რომ გრიგალაშვილი უცხოეთში გააგრძელებს კარიერას და სწორედ ამის გამო არ უთამაშია.

"ლელო" შოთა გრიგალაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ "მარიტიმუსთან" თამაშის შემდეგ გუნდს დატოვებს და უცხოეთში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ გრიგალაშვილით უკრაინის და რუსეთის გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი.

ფეხბურთელმა კონკრეტული გუნდი არ დაასახელა, მაგრამ აღნიშნა,
რომ 30 აგვისტოს უკვე ახალ გუნდში იქნება. ამიტომ ვივარაუდოთ, რომ პორტუგალიური გუნდის წინააღმდეგ მას მხოლოდ პირველ შეხვედრაში მოუწევს თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგა რა ყველა უცხოეთში გარბის. მერე დადგებიან და იძახიან ქართული ფეხბურთის დედაცო რამინდა სტადიონზეო. მაინც გუნდი აგებს ტყუილა დროს არ დავკარგავ თამაშის ყურებითო. და მიტომაც არავინ მიდის სტადიონზე. საქართველოში ფეხბურთი იყო ყიფიანის დროს. ეხლა რა ფეხბურთია ნარკომნებით სავსეა კლუბები :D:D
saxel
00:30 22-08-2012
0
საინტერესოა ზესტაფონმა რა ხეირი ნახა შოთას გაყიდვით
zaza
15:34 21-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული