ვინ გაწვრთნის "ზესტაფონს" - ანატოლი პისკოვეცი, ალექს გარსია თუ ქართველი სპეციალისტი?

AutoSharing Option
"ზესტაფონში" დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო: პოსტი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა. საქართველოს ჩემპიონი ქართული პასპორტის მქონე ნიგერიელ თავდამსხმელს, აბაიომი სეუნი ოვონიკოკოსაც შეელია.

ეს უკანასკნელი "გაგრას" დაუბრუნდა. "ბრაიტონის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი საქართველოში 2009 წელს ჩამოვიდა და გულშემატკივარმა "გაგრაში" მშვენიერი თამაშით გაიცნო.

მისი დიდი დამსახურება იყო, 2011 წელს კლუბი საქართველოს თასის ფინალში რომ გავიდა - ნახევარფინალის ორმატჩიან რაუნდში ოვონიკოკომ "ვიტ ჯორჯიას" 4 გოლი გაუტანა.

მისიSportall.Geთ რამდენიმე ევროპული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელებაში ხელი ჯერ სავიზო პრობლემამ შეუშალა, შემდეგ კი -
ტრავმამ.

ოვონიკოკოს მენისკის ოპერაციის შემდეგ ერთი წელი გაუცდა. შარშან "ზესტაფონში" ჩაირიცხა, მაგრამ ფორმა ვერ აღიდგინა და გუნდსაც ვერ მოერგო. სწორედ ეს გახდა "გაგრაში" მისი დაბრუნების მიზეზი.

მაგრამ დიდია ალბათობა, რომ "გაგრაში" მხოლოდ და მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ივარჯიშოს.

საქმე ისაა, რომ ჩვენი ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელს უკრაინაში რამდენიმე კლუბი იწვევს. ყველაზე მეტად ლუცკის "ვოლინი" აქტიურობს.

ამ უკრაინული კლუბის სელექციონერი და ახალგაზრდული კლუბის მთავარი მწვრთნელი "გაგრას" ყოფილი დამრიგებელი ანატოლი პისკოვეცია, ოვონიკოკო კი სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს "გაიხსნა".

ნიგერიელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არ იწვევენ, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ მიზნითა და ევროპაში შესვლის გასაიოლებლად წლეულს საქართველოს პასპორტი აიღო.

ოვონიკოკო ჯერ ფორმაში არ არის, თუმცა პისკოვეცი ნიგერიელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და სჯერა, რომ ჩავარდნის მიუხედავად, "ვოლინში" თავისი შესაძლებლობების გამოვლენას მოახერხებს.

აქვე ვიტყვით, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პისკოვეცის კანდიდატურასაც განიხილავენ.

გამოცდილი სპეციალისტი 2007-08 წლებში რუსთავის "ოლიმპსაც" ხელმღვანელობდა და ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მაგრამ ამჯერად საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ყოველთვის სიამოვნებით ჩამოდის, უკვე 64 წლის არის და უცხოეთში ცხოვრებით დაიღალა.

თან, სამშობლოში საინტერესო სამსახური და კარგი ანაზღაურება აქვს და ოჯახიდან შორს ყოფნა აღარ სურს.

რაც შეეხება თბილისის "დინამოს" ყოფილ დამრიგებელს, ალექს გარსიას, რომელიც ამჟამად "ბარსელონას" დამრიგებლის, ტიტო ვილანოვას ასისტენტია: კატალონიელი "ზესტაფონის" მწვრთნელობაზე მხოლოდ მომავალი წლიდან არის თანახმა, ახლა ჩამოსვლას კი ვერ ახერხებს, რადგან კატალკონიურ გრანთან კონტრაქტი ორი წლით გააფორმა.

ასე რომ, რეალურად საქართველოს ჩემპიონის თავკაცად ლატვიაში მოღვაწე თამაზ პერტიასა და კიდევ ერთი ქართველის კანდიდატურები განიხილება.

ოვონიკოკო უკრაინაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული