უეფას რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზე დაწინაურდა

AutoSharing Option
წლეულს საქართველოს კლუბები უეფას ტურნირებზე წარმატებით ვერ გამოვიდნენ. მხოლოდ გორის "დილამ" მოახერხა ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გაღწევა.

ამის მიუხედავად, უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 30-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც პატარა ამბავი არ უნდა იყოს.

საქართველომ 9.166 ქულა დააგროვა და გაასწრო სლოვენიას, ფინეთს, მოლდოვასა და ლიტვას, რომლებიც მცირე ხნის წინათ ჩვენზე წინ იყვნენ.

ცხადია, პოზიციის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი ევროპის ლიგაზე "დილას" შედარებით ნორმალურმა გასვლამ ითამაშა.

ქართული კლუბებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონია", რომელიც 214-ე პოზიციაზეა. სულ უეფას რეიტინგის 400 საუკეთესოში შვიდი ქართული
კლუბი მოხვდა, რომლებიც შემდეგ ადგილებს იკავებენ.

214. "ზესტაფონი" 5.833
229. "დინამო" 5.333
240. "მეტალურგი" 4.833
292-294.
"დილა" 3.333
"ვიტ ჯორჯია" 3.333
341. "გაგრა" 2.333
353. "ტორპედო" 2.083

ქვეყნების მიხედვით, უეფას საკლუბო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი 73.453
2. ინგლისი 69.535
3. გერმანია 64.328
4. იტალია 51.981
5. პორტუგალია 50.334
6. საფრანგეთი 50.166
7. უკრაინა 43.258
8. ჰოლანდია 42.729
9. რუსეთი 39.665
10. საბერძნეთი 32.000

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული