თბილისის "დინამომ" ბაქოს "ინტერი" დაამარცხა

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" ბაქოს "ინტერს" ანგარიშით 2:1 სძლია

შეგახსენებთ, კახა ცხადაძის გაწვრთნილი აზერბაიჯანული გუნდი ქვეყნის ჩემპიონატში სანაკრებო პაუზით სარგებლობს და შეკრებას საქართველოში მართავს.

8 სექტემბერს გამართულ მატჩში თბილისელთა გუნდის რიგებიდან გატანილი გოლებით ირაკლი ძარია და ჩისკო გამოირჩნენ.

ძარიამ "დინამო" კუთხურის გათამაშების შემდეგ დააწინაურა, ისარგებლა რა მეტოქის მცველების უყურადღებობით.

ბაქოელებმა გათანაბრება პირველ ტაიმშივე შეძლეს - გიორგიევსკიმ ახლო მანძილიდან ზარქუას აუღებელი დაურტყა.

გამარჯვების გოლი დინამოელთა ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მატჩის 55-ე წუთზე გაიტანა. ბაქოს "ინტერის"
კარის დარაჯმა გიორგი ლომაიამ დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა და საბოლოოდ - 2:1 "დინამოს" სასარგებლოდ.

დინამო-ინტერი 2:1
გოლები: 1:0 ირაკლი ძარია (20), 1:1 გიორგიევსკი (39), 2:1 ჩისკო 55 (პენ.).
, ისარგებლა რა მეტოქის მცველების უყურადღებობით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული