თუკი შარშან ევროპის ლიგის პლეი ოფამდე "ზესტაფონმა" და "დინამომ" მიაღწიეს, ამჯერად ამის გაკეთება მხოლოდ გორის "დილამ" შეძლო, ჯგუფში კი ვერც მან შეაბიჯა.
ზესტაფონი
საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგას უსახელოდ გამოეთიშა. დიდი იმედი გვქონდა, რომ ფეროელები ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს გადალახავდნენ, მაგრამ ამბიციურმა მეზობლებმა ქართველებსაც აჯობეს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიეს.
ჩემპიონთა ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
ნეფთჩი (აზერბაიჯანი)-ზესტაფონი 3:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 იმამვერდიევი (22), 2:0 ვობაი (24),
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 მუჯირი (16), 2:0 დვალი (19), 2:1 ვობაი (22), 2:2 სადიგოვი (52. პენ.)
ტორპედო
ევროპის ლიგაზე წარუმატებლად გამოვიდა ქუთაისის "ტორპედო". განახლების პროცესში მყოფი იმერული კლუბი არცთუ ურიგო ყაზახურ "აქტობესთან" ვერაფერს გახდა.
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ტორპედო-აქტობე (ყაზახეთი) 1:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 საბანაძე (62), 1:1 ბიკმაევი (82)
აქტობე-ტორპედო 1:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 1:0 ბიკმაევი (75)
მეტალურგი
შედარებით უკეთესად იასპარეზა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც საწყის ეტაპზე სუსტ ალბანელებს დამაჯერებლად აჯობა, გაცილებით სოლიდურ ჩეხურ "პლზენთან" კი შინაც და სტუმრადაც უშანსოდ დამარცხდა.
ევროპის ლიგა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ტეუტა (ალბანეთი)-მეტალურგი 0:3 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (77), 0:2 გ. კვარაცხელია (84), 0:3 გ. კვარაცხელია (90. პენ.)
მეტალურგი-ტეუტა 6:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 თექთურმანიძე (14), 2:0 თექთურმანიძე (19), 3:0 ტატანაშვილი (37), 4:0 გეწაძე (59), 4:1 დელიალისი (65), 5:1 ტატანაშვილი (69), 6:1 მიქაბერიძე (73)
ევროპის ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეტალურგი-პლზენი (ჩეხეთი) 1:3 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 ხორვატი (14), 1:1 ტატანაშვილი (29), 1:2 კოლარი (32), 1:3 ხორვატი (59)
პლზენი-მეტალურგი 2:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 დურიში (7), დარიდა (10)
დილა
სხვა ქართული კლუბების ფონზე უდავოდ წარმატებული იყო "დილა", რომელმაც დანიური და კვიპროსული ბარიერები ეფექტური თამაშით გადალახა.
გორელებს პლეი ოფის წილისყრაში წარმოუდგენლად გაუმართლათ და დიდი იმედი გვქონდა, რომ "დილა" პორტუგალიურ "მარიტიმუსაც" გასცდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს თასის მფლობელმა ყველაზე უღიმღამოდ სწორედ ამ სტადიაზე ითამაშა და ოცნება მასაც აუსრულებელი დარჩა.
ევროპის ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
ორჰუსი (დანია)-დილა 1:2 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 ვიდკიაერი (3), 1:1 ვაწაძე (34), 1:2 ალადაშვილი (84)
დილა-ორჰუსი 3:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 სკენდერი (34. ს.კ.), 1:1 ვაწაძე (62), 2:1 შაშიაშვილი (74), 3:1 ვაწაძე (83)
ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
დილა-ანორთოსისი (კვიპროსი) 0:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 0:1 ოკასი (69)
ანორთოსისი-დილა 0:3 (იხილეთ ვრცლად)
(82-ე წუთზე შეწყდა)
ევროპის ლიგა. პლეი ოფი
მარიტიმუ (პორტუგალია)-დილა 1:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 1:0 ფიდელისი (64)
დილა-მარიტიმუ 0:2 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 0:1 ელდონი (42), 0:2 დანილო დიაში (90)
* * *
მთლიანობაში, ქართული კლუბების წლევანდელი ევროასპარეზობა ცალსახად წარუმატებელი გამოდგა თუნდაც შარშანდელი შედეგების ფონზე.
ევრობატალიები უკვე უჩვენოდ გრძელდება და ისღა დაგვრჩენია, მთელი იმედები მომავალ ზაფხულზე დავამყაროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა უნდა ავტორს???
მე მგონა გაარჩევდა, ტენდეციებზე ისაუბრებდა, შეცდომებს გამოყოფდა...
კიდევ სტატისტიკა
რა უნდა ავტორს???
მე მგონა გაარჩევდა, ტენდეციებზე ისაუბრებდა, შეცდომებს გამოყოფდა...
კიდევ სტატისტიკა