შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა გულგრილი არავინ დატოვა. კალიგულას შთამომავალთა ბნელი საქმიანობა გამოაშკარავდა და ხალხი უზომოდ აღშფოთებულია.

პატიმრებსა და მათ ოჯახებს სოლიდარობა უცხოეთსა და საქართველოში მოთამაშე სპორტსმენებმა გამოუცხადეს. მათ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლადო ბურდული უერთდება.

"მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ რაც ვნახეთ, გამაოგნებელი იყო. ასე ადამიანებთან მოქცევა არ შეიძლება, თუნდაც ის კრიმინალი იყოს. პატიმარი ისედაც დასჯილია, რადგან ციხეშია და თავისუფლება შეზღუდული აქვს. მასზე ზეწოლა და ღირსების აყრა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. რაც ჩვენ ვნახეთ, ეს ერის
სირცხვილია.

ამიტომაც მინდა, გვერდში დავუდგე პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს. ჩემი უახლოესი ნათესავებიდან და ძმაკაცებიდან ციხეში არავინ ზის, მაგრამ ძალიან კარგად მესმის მათი, ვინც ცხოვრებამ გისოსებს მიღმა დატოვა.

ამ კადრების ხილვის შემდეგ ცუდად გავხდი. ჩვენ სამართლიანი და გაბრწყინებული საქართველო გვინდა, რომელიც პატიმრის უფლებას იცავს და არ აწამებს".

გასული წლის დასასრულს თურქული "ქაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის სახელზე დაიწერა მიმართვა გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს ბევრი წარმომადგენელი აწერდა ხელს.

წერილის ავტორებს ჰქონდათ იმედი, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებდა გიორგი დემეტრაძის დამსახურებას და საახალწლოდ ამნისტიით გაათავისუფლებდა.

სამწუხაროდ, დემეტრაძე კვლავ პატიმარია, 2011 წლის მიწურულს კი მისმა ადვოკატებმა საჩივარი გაგზავნეს ევროსასამართლოში და, როგორც თავად გიორგი ამბობს, მისი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს.

იყო კიდეც ინფორმაცია, რომ დემეტრაძეზე ზეწოლა ხორციელდებოდა და მის შეურაცხყოფას ცდილობდნენ.

ლადო ბურდულს გიორგი დემეტრაძის შესახებაც დავეკითხეთ. აპირებენ თუ არა ფეხბურთელები ციხეში დემეტრაძის მონახულებას და რეალური მდგომარეობის გარკვევას?

"ჩემი გულისტკივილი ყველა პატიმარს ეხება და რა თქმა უნდა, მათ შორის, გიორგი დემეტრაძესაც. გიორგიზე ზეწოლასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ნანახი ბევრ ეჭვს გვიჩენს. ეს ადამიანები არ უნდა დაისაჯონ უფრო მეტად, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.

მათზე ზეწოლა და ღირსების აყრა არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ის, რისთვისაც გისოსებს მიღმა ხვდებიან.

გიორგი ჩემი მეგობარია, ერთად გვითამაშია ნაკრებში, ერთად ვჭამდით, ერთად ვცხოვრობდით და მასზე გული შემტკივა. ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, ძალიან გულიანი ადამიანიც არის.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამაზე უნდა იფიქრონ, რომ ციხეში მოხვედრისგან არავინ არის დაზღვეული და პატიმრებს ადამიანურად მოექცნენ.

... ჩემი ოჯახის ადვოკატის დახმარებით ვცდილობდი შემეტყო, რა მდგომარეობაში იყო გიორგი და როგორ შემეძლო დავხმარებოდი.

დიდი სურვილი მაქვს, მივმართო ფეხბურთელებს და თუ ეს შესაძლებელი იქნება, შევიდეთ ციხეში, მოვინახულოთ გიორგი და გავამხნევოთ", - ამბობს ბურდული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე: შეწყალებას არ მოვითხოვ!
დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვატო ყიფიანის მეგობარია რო იზახიი რახან მეგობარია უნდა დაიჩიროოოოოო, ახალაია გარეთ უნდა იყოს და დემე ციხეშიიიიი სასწაულიიი მტრავრობაააა
gavash
18:31 24-09-2012
0
ცოცხზე და სხვა საზიზღრობებზე დასმა ქურდების მოგონილია (ეხლა წამებულებად რომ გამოგვყავს) და დაუბრუნათ უფალმა უკან. ასევე უკანვე დაუბრუნებს იმ ჯალათებს ვინც ასეთ საზიზღრობებს ჩადიოდნენ პატიმრების მიმართ. ამას წყალი არ გაუა.
asea es
11:47 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული