შოთა არველაძე "კასიმფაშას" გაწვრთნის

AutoSharing Option
თურქული "ქაისერისფორიდან" წამოსული შოთა არველაძე სიტყვიერად შეუთანხმდა სხვა თურქულ კლუბ "კასიმფაშას" და მასთან უახლოეს დღეებში 4,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სტამბულის გარეუბან ბეიოღლუს მკვიდრი "კასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში მერვე სეზონს ატარებს და ტრადიციებით არცთუ გამორჩეული კლუბია. 2011 წელს მეორე ლიგაში დაქვეითდა, თუმცა შემდეგ ფინანსურად მოძლიერდა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

გუნდი წლეულს საკმაოდ კარგად გამოდის, მიმდინარე ჩემპიონატში 7 ტურში 4 გამარჯვება აქვს და მე-4 ადგილზეა.

შოთა არველაძე მანამდე ორნახევარი წელი თავკაცობდა "ქაისერისფორს" და მისი საუკეთესო შედეგია მე-6 ადგილი 2010-11 წლების სეზონში.

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შოთა თურქეთიდან ასე არ წავა

რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები შოთას!!!
dato
21:54 08-10-2012
0
თურქეთში ცხოვრება და მუშაობა გამიჭირდებოდა.
odala
20:12 08-10-2012
0

სიახლეები პოპულარული