სტამბულის გარეუბან ბეიოღლუს მკვიდრი "კასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგაში მერვე სეზონს ატარებს და ტრადიციებით არცთუ გამორჩეული კლუბია. 2011 წელს მეორე ლიგაში დაქვეითდა, თუმცა შემდეგ ფინანსურად მოძლიერდა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.
გუნდი წლეულს საკმაოდ კარგად გამოდის, მიმდინარე ჩემპიონატში 7 ტურში 4 გამარჯვება აქვს და მე-4 ადგილზეა.
შოთა არველაძე მანამდე ორნახევარი წელი თავკაცობდა "ქაისერისფორს" და მისი საუკეთესო შედეგია მე-6 ადგილი 2010-11 წლების სეზონში.
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
რას ურჩევს შოთა არველაძე საქართველოს ახალ ხელისუფლებას