გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

პარადოქსია, მაგრამ მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ პოლიციელ მისირელსაც ქურდული სამყაროს წევრობასა და ასევე, იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებოდნენ.

დემეტრაძე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ არანაირი შეხება ქურდულ სამყაროსთან არ ჰქონდა.

გიორგის გვერდში დაუდგა, მისი უდანაშაულობის სჯეროდა და ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა კახი კალაძე - ესწრებოდა სასამართლოს სხდომებს, ამხნევებდა და ეუბნებოდა, რაც არ ჩაგიდენია, არ დაიბრალო და აღიაროო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცნობილი ფეხბურთელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში
დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

რადგან საქართველოში სამართალი ვერ იპოვეს, გიორგიმ და მისმა ადვოკატმა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს, საპროცესო გარიგებაზე კი უარი თქვა, რადგან დემეტრაძისთვის სრულიად მიუღებელი იყო იმის აღიარება, რაც არ ჩაუდენია.

ციხის გისოსებში კიდევ 5 წლის გატარება მოუწევდა, რომ არა შეცვლილი პოლიტიკური ვითარება: 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა, თუმცა შესაბამისი თხოვნით არც მას და არც დემეტრაძის ოჯახს არ მიუმართავთ. შეწყალება კი სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ციხე წელიწადსა და 10 თვეში უნდა დაეტოვებინა.

არჩევნების შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული და დანაშაული არ ჩაუდენია, დაუბრუნდება საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებას.

ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი საკმაოდ ბევრია და მათ შორის მოხვდა გიორგი დემეტრაძეც, რომელსაც აბსურდული ბრალდება წაუყენეს.

მჯერა, მალე ობიექტური სასამართლო შედგება და დემეტრაძეს გაათავისუფლებენ"
, - განაცხადა 8 ოქტომბერს "ლელოსთან" საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და მეორე ვიცე-პრემიერის პოსტზე წარადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა
გიორგი დემეტრაძე: შეწყალებას არ მოვითხოვ!
დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება
მკითხველის კომენტარები / 4 /
საერტოდ რისტვის დაიჭირეს ვინმემ ტუ იცის სიმარტლე?
dato
02:55 10-10-2012
0
სასიხარულო ამბავია.
მაგარი ხარ დემე რომ არ გატყდი
nino
18:08 09-10-2012
0

სიახლეები პოპულარული