საფეხბურთო კლუბი "გურია" იშლება?!

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე "გურიამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ქედის "ბეთლემი" 6:2 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.

მიმდინარე სეზონში გურულები ელიტლიგაში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი პრენდენტები არიან და აქაურ ქომაგს იმედი აქვს, გასული სეზონის მიწურულს გაშვებულ ურეალურეს შანსს წლევანდელი წარმატებით გამოასწორებენ.

სამწუხაროა, რომ ასე წარმატებულად მოასპარეზე კლუბი დაშლის პირასაა - ფეხბურთელებს უკვე მეორე თვეა ხელფასები არ მიუღიათ და აქამდე გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით ითამაშეს.

როგორც გავარკვიეთ, ასე იქნება 1 ნოემბერსაც, როცა ფეხბურთელები ისევ გამოვლენ მოედანზე, რის შემდეგაც თუ პრობლემა არ
მოგვარდა, "გურია" დაშლის დიდი საფრთხის წინაშე დგება.

არადა, წინა ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი მმართველობა მხარში ედგა კლუბს, დღეს უკვე უმრავლესობაში მოსული "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ლანჩხუთელებს "გურიის" მხარდაჭერას ღიად დაჰპირდა, რაიონის მაჟორიტარი გახდა კლუბის ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე...

ყოველივე იმის საფუძველს გვაძლევს, რომ "გურიას" უპატრონოდ არავინ მიატოვებს. თუმცა დროც არ ითმენს და პრობლემა სასწრაფოდ თუ არ მოგვარდა და გუნდი დაიშალა, მერე კიდევ უფრო გაძნელდება მიზნისთვის ბრძოლა და ყველაფრის თავიდან დაწყება გახდება საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
2 თვის ხელფასი აქვთ აუღებელი
guria
16:21 28-10-2012
0
თუ გვერდზე უდგა ყოფილი მთავრობა მაშინ საიდან 8 თვის დავალიანება
თორნიკე
00:42 28-10-2012
0

სიახლეები პოპულარული