"ჯენოას" პრეზიდენტი: კახა კალაძე ჩვენი კლუბის შეძენას არ აპირებს

AutoSharing Option
8 ნოემბერს იტალიურ მედიაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, თითქოს კახა კალაძე "ჯენოას" აქციების შეძენას აპირებდა.

ინფორმაციების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, "მილანის", "ჯენოასა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ცნობილი იტალიური კლუბის აქციების შეძენას ბიზნეს-ჯგუფებთან ერთად აპირებდა.

თუმცა "ჯენოას" პრეზიდენტმა ენრიკე პრეციოზიმ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე საგანგებო განცხადება გააკეთა და იტალიური მედიის ეს ცნობა უარყო.

"ეს არის უსაფუძვლო ხმები. საფეხბურთო კლუბი "ჯენოა" კატეგორიულად უარყოფს უცხოური ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან ყველანაირ ინტერესსა და კლუბის გამოსყიდვის მცდელობას.

იგივეს ვამბობთ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის შესახებაც. ეს ცნობა მისთვის
მოულოდნელი აღმოჩნდა. კალაძეს არც თავად აქვს ეს ჩანაფიქრი და არც მეორე თუ მესამე პირის დახმარებით სურს კლუბის დაპატრონება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე "ჯენოაში" 2010-2012 წლებში თამაშობდა, გუნდის ვიცე-კაპიტანიც გახლდათ და კარიერაც ამ კლუბში დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული